საზოგადოება
„მე პასუხისმგებლობას ვიღებ დატოვებული მთავრობის მუშაობაზე. ირაკლი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში იქნება კიდევ უფრო ეფექტური!“ – ბიძინა ივანიშვილი

1inter-sazog-2-analit

საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი.  2015 წლის 24 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან ტელეინტერვიუში, „ტვ იმედზე“, გადაცემაში „შაბათის ქრონიკა“, კერძოდ, აღნიშნა:

არც ერთი ჩემი ქმედება საქართველოში არ არის კერძო და არ არის პირადული, ყველაფერს რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ საერთოს და საზოგადეობის ინტერესებისთვის და ამას აფასებს საზოგადოება.
ვნახოთ რა გაკეთდა. გავიხსენოთ ჯანდაცვა, ვფიქრობ, რომ საოცარი წინსვლა იყო ჯანდაცვაში. სოფლის მეურნეობა, რომლეიც იყო ჩვენი პრიორიტეტი. მე ვთქვი რომ 60 ახალი საწარმო უნდა აშენდეს, გადავამოწმე და 138 ახალი საწარმო აშენდა და ჯერ არ დამთავრებულა საარჩევნო პერიოდი. და ფუნქციონირებს. 700-ზე მტი გარემონტდა. სამჯერ მეტი იქნება ეს დანაპირებზე. მილიარდზე მეტი დაიხარჯა სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, შედეგები იქნება. 90 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, განათლებაშიც რაც გაკეთდა კარგად რეალობიდან რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მაქსიმუმთან მიხალოებული კეთდება. კერძო საკუთრებაა დაცული, ჩემი დიდი სურვილია საქართველო გახდეს მაგალითი, სადაც კერძო საკუთრებას ვერ ეხებიან. ეს არის ჩემი შეფასება და ახლა შევადაროთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას. მაჩვენეთ რა მაჩვენებელი გაუარესდა, რა ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას უკეთესი და ახლა აქვს უარესი“.