პუბლიკაციები
„NDI-ის ბოლო კვლევას "ნაციონალური მოძრაობის" სიზმარი დავარქვი!” - ბიძინა ივანიშვილი

1issled-sazog-1-analitსაქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. 2015 წლის 24 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან ტელეინტერვიუში, „ტვ იმედზე“, გადაცემაში შაბათის ქრონიკა, კერძოდ, აღნიშნა:

"NDI არის საპატივცემულო ორგანიზაცია ჩემთვის, ისევე როგორც IRI. მათ ბევრი პროექტი განახორციელეს და დააფინანსეს საქართველოში და იმედი მაქვს გააგრელებენ. შესაბამისად, მე ერთი საეჭვო სიტყვაც არ მომიბრუნდება ამ ორგანიზაციის მიმართ. NDI-ის შემთხვევაში ამ კვლევებს აწარმოებს თურმანიძე, რომელიც დაფუძნებულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და IRI-ის ცქიტიშვილი, ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. მე NDI-ის ამ ბოლო კვლევას დავარქვი "ნაციონალური მოძრაობის" სიზმარი, რაც ელანდებოდათ ის ესიზმრებოდათ. NDI-ის მე უდიდესი პატივისცემით მოვიხსენიებ, დღესაც მათ აქვთ უდიდესი გამოცდილება. ეს კვლევები მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, დარჩა ამ რანგში და მე არ ვეძახი ამ კვლევებს კვლევებს. ეს არის თურმანიძის კვლევები შეთანხმებული და შეთავსებული "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ეს არის მათი სიზმარი, რაც აქ დაიდო და არაფერი საერთო არ აქვს სინამდვილესთან", - განაცხადა ივანიშვილმა.