პოლიტიკა
მარგველაშვილმა პატრიარქ ილიას ღარიბაშვილზე შესჩივლა და „რუსთავი 2“-ის დაცვა სთხოვა - კარალევა მარგოს აქტივობები ბოლო 5 დღის განმავლობაში

margvle-polit-3-analit-mtavსაქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. 25 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან მაკა ჩიჩუასთან ერთად NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო.

23 ოქტომბერს მარგველაშვილი ექსპერტ - პროქტ - პროქტოპოლიტოლოგევსებს შეხვდა. ექსპერტები მიმართავენ აღმასრულებელ ხელისუფლებას დაჯდეს დიალოგის მაგიდასთან.აღმასრულებელი ხელისუფლება იმდენად ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში, რომ საზოგადოების არც ერთ ფენასთან მას დიალოგი არ აქვს და საბოლოოდ იზღუდავს თავს საზოგადოების აქტიური წევრებისაგან. ჩვენი მოწოდებაა, რომ იმ დროს, როდესაც წყდება არა მხოლოდ ერთი მედიასაშუალების, არამედ ხელისუფლების, ქვეყნის სტაბილურობის და საზოგადოების განვითარების ბედი, წამოვიდეს აღმასრულებელი ხელისუფლება დიალოგზე ექსპერტულ საზოგადოებასთან და მედიასთან “, - აღნიშნა გაურკვევლი დარგის და ყველაფრის ექსპერი ხათუნა ლაგაზიძემ.

იმავე დღეს - 23 ოქტომბერს - მარგველაშვილთან შეხვედრაზე დიპლომატებმა ქვეყანაში არსებული დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგის ხელშეწყობაში დიპლომატიური მისიების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. მარგველაშვილმა ქვეყანაში განვითარებული პროცესების შესახებ კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც შეხვედრებით განაახლა.

22 ოქტომბერს მარგველაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა, წამყვანი ქართული ტელევიზიების ხელმძღვანელებთან და საინფორმაციო სამსახურების უფროსებთან გამართა.მარგველაშვილთან ცალკე შეხვედრაზე ტელეწამყვანებმა ქვეყანაში ესკალაციის საფრთხეზე, დაპირისპირების გაღრმავების თავიდან აცილების გზებზე და მედიაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

იმავე დღეს - 22 ოქტომბერს, მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

22 ოქტომბერს, მარგველაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეხვდა შეხვედრაში მონაწილეობდნენ გიგა ბოკერია, ირმა ნადრირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და სერგო რატიანი.

დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს პროცესების შემდგომ ესკალაციას და სურს ქვეყნის სწორი განვითარება. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობისათვის“ წითთელი ხაზი სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა და „რუსთავი 2“-ის იმ სახით შენარჩუნებაა, როგორიც დღეს არის.

და ბოლოს, მარგველაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ახალ მემარჯვენეების“, "პატრიოტთა ალიანსის," ედპ-, „თავისუფალი საქართველოს“, „ევროპელი დემოკრატების“, პარტიათავისუფლების“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ "რეფორმატორების" "ტრადიციონისტთა კავშირის" "ლეიბორისტული" და სხვა პარტიების ლიდერები.

გუშინ საღამოს კი მარგველაშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მივიდა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ ღარიბაშვილის ემოციურობისა და დიალოგზე წასვლის სურვილის არქონის გამო შესჩივლა.

Margvle-polit-3-analit-qvem