პოლიტიკა
“საქართველო აღარასოდეს უნდა გახდეს დაპირისპირების, კონფლიქტების, კონფრონტაციის ადგილი, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მშვიდობის ადგილი!” - პრემიერი ღარიბაშვილი

Georgia-polit-2-analitსაქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში განაცხადა, სადაც მოსახლეობას ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი წარუდგინა.

„სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი უნდა გახდეს საქართველო. აქ უნდა შემოვიდეს ინვესტიციები აშშ-დან, ჩინეთიდან, ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩვენ უნდა გავხდეთ დამაკავშირებელი გზა როგორც ევროპასა და აზიას შორის, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილური, გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფა. რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია დღეს საქართველოში ამ ამოცანის შესრულება?! ჩვენ კარგად გვახსოვს რა მოიტანა “ნაციონალურმა მოძრაობამ“- მათ დროს დავკარგეთ დამატებით ტერიტორიები, მივიღეთ დამატებით ათასობით დევნილი, გაუთავებელი შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, კონფრონტაცია და აგვისტოს ომი. რა მოიტანა "ქართულმა ოცნებამ" – თავისუფლება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ყოველი ხელისუფალი, რომელიც შეეხება ქართველი კაცის მთავარ ღირსებას, თავისუფლებას, დაუყოვნებლივ დაასრულებს მმართველობას. ჩვენ ვართ ხალხზე, ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა. რა თქმა უნდა შეცდომები გვაქვს, ვხედავთ ამ პრობლემებს, რომელიც ჩვენშია და აქედან ვიწყებთ ამ პრობლემების მოგვარებას. ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი,სტაბილური განვითარების ყველანაირ პირობას", - განაცხადა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.