რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი - ლაშა ამირეჯიბს: „ჩუკი, შენ კარგად იცი, რომ მარტო ირაკლის ნება რომ ყოფილიყო, 2013 წლის იანვრიდან ყველაფერი იქნებოდა ისე, როგორც შენ, მე და ქართველ ხალხს უნდა და როგორც დიდ ჭაბუკის გაუხარდებოდა...“

arn-analit-1-mtavariსაქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. გასულ პარასკევს დიდი ქართველი მწერლის ჭაბუა (მზეჭაბუკი) ამირეჯიბის შვილმა ლაშა (ჩუკი) ამირეჯიბმა თავის Facebook-გვედზე პუბლიკაცია დატოვა, რომელშიც გაანალიზებულია საქართველოში შექმნილი სიტუაცია, პუბლიკაციას „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავისი კომენტარით გამოეხმაურა, რომელსაც ამერიკაში ქართველი ემიგრანტების თხოვნით, ლაშა ამირეჯიბის პუბლიკაციასთან ერთად, ქვემოთ გთავაზობთ:

Lasha Amire„ადრე მაბრაზებდა „ოცნების“ უნიათობა, ბ-ნო პრემიერო, ეხლა მეცინება. პოლიტიკაში ბევრი რამ მოსულა, მაგრამ მაზოხიზმი - სასაცილოა. გლანძღავენ, გაფურთხებენ, თქვენ კი ამას დემოკრატიას ეძახით? გამოვიყენებ თქვენს წინასაარჩევნო ლექსიკონს: შევ@@ცი ასეთ დემოკრატიას! მითუმეტეს, თუ ის მხოლოდ დამნაშავე ნაცებს მფარველობს. დღეს გაიგეთ, რომ ნაცები მართლაც ასე მართავდნენ ქვეყანას და მათი სახე ის ყავარჯნიანი პირუტყვია? რატომ არ ახსოვს თქვენს დემოკრატიას ათიათასობით ჯოჯოხეთგამოვლილი ადამიანი, რომლებიც „ოცნებამ“ მიშასავით ჩარეცხა? სად იყავით მთელი სამი წელიწადი, რატომ არ მიიღეთ ზომები? საქართველოს მოსახლეობა ზუსტად სამი წელია, რაც გეხვეწებათ - აღადგინეთ სამართლიანობა, დასაჯეთ დამნაშავეები, დაგვიბრუნეთ წართმეული ქონება. ერთად ვიყოთ, გვერდზე დაგიდგებით! არა, ყურიც კი არ გაიპარტყუნეთ! რაღაც გაურკვეველ მიღწევებზე ლაპარაკობთ, როცა აქ გადის წინა ხაზი! იმათ, ვინც ზურგში გყავთ, მედროვეებს და გადმობარგებულებს, მხოლოდ ფული აინტერესებთ. ძალოვან სტრუქტურებში კი დღემდე გუშინდელი სისაძაგლის შემქნელი პირუტყვები და მათი საქმის გამგრძელებელნი არიან! შეგახსენოთ გვარსახელები? მგონი არ არის საჭირო, ისედაც ზეპირად იცით! რატომ არ წმენდთ ძალოვან სტრუტურებს ამ ნაგვისგან, რატომ არ აძლევთ პასუხისგებაში დამნაშავეებს? ეს ფაილები ადრე უნდა ენახა მსოფლიო საზოგადოებას და არა ახლა. მანამდე დასავლეთს ეკეკლუცეთ, მაგრამ ვერ გაგიგოთ, სამწუხაროა! ვერ ხედავთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფულით, ძალით და შიშით თუ კეთდება რამე! ფაილებნანახი დასავლეთი სულ სხვაგვარად დაგველაპარაკებოდა. თქვენ კი საკუთარი ხალხის მოლოდინი მათ ტყუილ შეპირებებს ანაცვალეთ ისე, რომ საკუთარი შეპირებები განზე შემოგრჩათ.

arn-analit-1-shuashi

Arno Khidirbegishvili: „ჩუკი, შენ კარგად იცი, რომ მარტო ირაკლის ნება რომ ყოფილიყო, 2013 წლის იანვრიდან ყველააფერი იქნებოდა ისე, როგორც შენ, მე და ქართველ ხალხს უნდა და როგორც დიდ ჭაბუკის გაუხარდებოდა.... ბ-ნ ბიძინას წაუყენეს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყოდა, უარის შემთხვევაში უარეს ვითარებას მივიღებდით, რადგანაც ამ წინადადებას უკვე სხვას - ოღონდ არა ივანიშვილს - წაუყენებდნენ...

ბატონების: ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ახლანდელი მდგომარეობა წყლის ორი წვეთივით ჰგავს პუტინის მდგომარეობას სირიაში ისლამური სახელმწოფოს წინააღმდეგ ომში ჩართვამდე. მაგრამ დღეს პუტინმა უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო და ომში ჩაერთო, რომელიც არავინ იცის - როდის და რითი დამთავრდება. მაგრამ არჩარევის შემთხვევაში რუსეთს კლინიკური სიკვდილი ემუქრებოდა, როგორიც დღეს ემუქრება საქართველოს - ანუ, სულიერი, მენტალური სიკვდილი და ისტორიული მეხსიერების სრული წაშლა, რაც ერის დაღუპვის ტოლფასია. შედეგად, პუტინის რეიტინგი 90%-დე ავარდა - ეს არის რუსების სრული მხარდაჭერა მეფისადმი, რომელმაც სწორი, გაბედული ნაბიჯი გადადგა. ჩვენ, რუსების მსგავსად, მაგრად უნდა დავდგეთ და გვერდში დაუდგეთ ბიძინას და ირაკლის - ჩუკი! შენც და მეც, რაც კრიტიკული სათქმელი იყო, უკვე ვთქვით, ახლა შეცდომების გამოსწორების დროა - ავლაბრიდან - სამეგრელომდე, და მერე - ცხინვალიდან - სოხუმამდე.

მაგრამ გიდასტურებ - აბსოლუტურად მართალი ხარ, კრეატივი აკლიათ, ჭეშმარიტი პატრიოტები და მაღალი პროფესიონალები, მათ შორის მენეჯმენტის დიდი გამოცდილებით, რომლებსაც სხვა ქვეყნებში ხელის გულზე ატარებდნენ, დისტანციაზე ჰყავთ, არ აძლევენ საშუალებას, ჩაერთონ საქმეში და სახელმწიფოს მშენებლობაში დაეხმარომ მათ! ზუსტად ამ ბაცილამ დაღუპა "ქართულ ოცნებაზე" შეუდარებლად ძლიერი კომუნისტური პარტია, და თუ მასე გააგრძელეს - უარესად დაამთავრებენ...

არადა, რისი ეშინიათ, ან რას კარგავენ - ვერ გავიგე, საფრთხე ამ ხალხიდან კი არ მოდის და ჩვენ მენტორები კი არ ვართ! საფრთხე საიდანაც მოდის, ყველამ კარგად ვიცით - გლობალ - ლიბერალ - ნაციონალების ბრბოდან, რომელიც თითქმის მთელ მსოფლიოში უკვე დამარცხდა, საქართველოსა და უკრაინის გარდა... მაგრამ ისინი "კაიბიჭობენ" და "პირველ ჩვენებას" აწვებიან. ხომ ხედავ - "მამენტ" არ ბოზდებიან - ჩაშვებას ჯერჯერობით ვერ დავაბრალებთ!

და ამ დროს, ჩემო ჩუკი, მოდი დავთვალოდ ის ადამიანები, რომლებიც წლებია ივანიშვილისგან ათასობით დოლარი მიიღეს და ღებულობენ დღემდე (ჩემი დათვლით, ეს მინიმუმ 100 ათასი საქართველოს მოქალაქეა). სად არიან ისინი, რატომ არ ჩანან იგივე სატელევიზიო ინტერაქტივებში თუ სოცგამოკითხვებში, რომლებშიც სულ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები იმარჯვებენ?! სად არის ბატონი ბიძინას გადარჩენილი ქართველი "ბნელიტა" - "ერის ავად-გარდი და ქა-ლაქი-ელები"?! ვინმემ გუშინ, ან საერთოდ 2012 წლის მერე ნახა ისინი მიკროფონით ხელში - ხალხის დასაცავად ნაცისტებისგან???

სამაგიეროდ, "რუსთავი 2"- ის მიკროფონთან რიგებია - მათ შორის ივანიშვილის ფულით შიმშილით სიკვდილს გადარჩენილი იმ "წითელი" ინტელიგენციის ქალიშვილებისაც, რომლებიც იქიდან პირდაპირ ბანკომატებთან მირბოდნენ - მთაწმინდიდან მორიგი ტრანშის ასაღებად!

და ამიტომ - დღეს ნაციონალების ბოლო შანსი კი არ არის, როგორც გუშინ ღარიბაშვილმა თქვა, დღეს ჩვენი ბოლო შანსია! სიმართლეა საჭირო შინ და გარეთაც, სიდინჯე, სიდარბაისლე, მაგრამ სასწრაფო და გაბედული მოქმედებაც! ძილით ლამის უზარმაზარი რუსეთი დაშალეს, პატარა საქართველო უკვე თითქმის დაშლილია - გაიღვიძეთ! და გაღვიძების ნიშნად დაიწყეთ კონსულტაციები ჩვენთან - პატრიოტებთან და პროფესიონალებთან, ჩვენ თქვენსკენ ვართ, რა ვერ გაიგეთ ეს 4 წელი??? 4 წელი მთაწმინდის გზაზე ატარეთ ყველა, ჩვენს გარდა: ვაი - პოლიტიკოსები - პოლიტტიკინები, ექსპერტები - პროქტოპოლიტოლოგები და ფოსტალიონ - მიშას ჯიბის ჟურნალისტები! დღეს ყველამ გიღალატათ, ვისაც მოეფერეთ - გაამდიდრეთ! დღეს ყველა, ვისაც მოეფერეთ - გაამდიდრეთ, "რუსთავი 2"-ს ეზოში გაშლილ კარვებში ზის!!!“.

arn-analit-1-qvem