უცხოეთი
კახა კალაძე: „აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლება არ იგეგმება“

kaxi-zar-2საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია, რომელსაც პარტიები ავრცელებენ, ტყუილია.
მე ვსვამ კითხვას, რატომ იყო წლების განმავლობაში დამატებითი მოცულობების შემოტანა რუსეთიდან, თუ ჩვენ გვქონდა საშუალება, გვესარგებლა ბუნებრივი აირით, რომელზეც არის საუბარი?! გაკოტრებული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს საქართველო აპირებს აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩვენ წლებია, ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.

თავის მხრივ, „SOCAR Georgia“-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის გაზის მიწოდებას.