აქტუალური
მარკ ტონერი: „რუსთავი2“-ის შესაძლო დახურვა მედიასივრცის შეზღუდვის წინაპირობა იქნება“ - აშშ-ის სახდეპი უკვე მესამე ბრიფინგს იწყებს “რუსთავი 2“-დან!

1-mark-AQTUAL-3საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის საგარეო უწყება რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყოველდღიურ ბრიფინგზე, 23 ოქტომბერს, უკვე მესამედ გამოხმაურა. სახელმწფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამჯერად ტელეარხის შესაძლო დახურვის საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს იქნება მედიასივრცის შეზღუდვის წინაპირობა, რაც მარკ ტონერის თქმით, შეშფოთების საბაბია.

მედიის თავისუფლების თაობაზე საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იან კელიც საუბრობს და ამბობს, რომ საეთერო სივრცესთან წვდომა ყველა შეხედულების მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს.

ამასთან, ამერიკელი დიპლომატებიც და მაღალჩინოსნებიც დადებითად აფასებენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის 22 ოქტომბრის გამოსვლას, უარყოფითად კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რასაც კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით არასამთავრობო წრეებში. ამერიკელი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთვრობის ხელმძღვანელის მხრიდან ძალადობის წაქეზება დაუშვებელია.