აქტუალური
ლეიბორისტი ნათელაშვილი: „საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული და რეიტინგული ტელეარხი „რუსთავი 2" ამერიკასა და დასავლეთში ასოცირებულია თავისუფალ სიტყვასთან"

Salva-AQTUAL-2-ANALITსაქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს განცხადება შალიკო ნათლაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გააკეთა. დღეს უკვე აშკარად იცავს რა სააკაშვილსა და ნაცებს, ქართული პოლიტიკის მთავარი ლეიბოზავრი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიას პრობლემებზე ღიად საუბრის გამო ებრძვის.

“მთავრობაში ჩვენ როცა ვიქნებით, რამდენიც გინდათ გვლანძღეთ და გვაკრიტიკეთ, ეს იქნება ჩვენთვის სასარგებლო და გამოსაფხიზლებელი და არანაირი პრეტენზია ჩვენგან თქვენს მიმართ არ იქნება. პრეტენზია იქნება ერთ შემთხვევაში, თუ ჩვენ ზედმეტ ქებას დაგვიწყებთ, რაც GDS-ზე ხდება. იგივე უნდათ მოხდესრუსთავი 2-ზე, მაგრამ იგივე არ მოხდება, იმიტომ რომ, რუსთავი 2 ამერიკაში და დასავლეთში ასოცირებულია არა რომელიმე პარტიულ ტელევიზიასთან, არამედ თავისუფალ სიტყვასთან, მასმედიის ყველაზე ავტორიტეტული და რეიტინგულ არხთან. მე ვხედავ, რომ ერთადერთი ტელეარხი, სადაც მე შემიძლია დავჯდე და ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი ბოლომდე ვამხილო, ბოლომდე დავუთვალო ის მილიონები, რასაც გვპარავენ, ეს არის რუსთავი 2. როგორც კი რუსთავი 2 დამეკეტება, სხვა ტელევიზიებიც დამბლოკავენ“, - განაცხადა „დაუნი ვი დიქტეიტემ“.