აქტუალური
„რა ნიშნით იწვევს ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტი კონკრეტულ ორგანიზაციებს საკონსულტაციოდ?” - სასამართლოზე ზეწოლით მარგველაშვილი ნაცებს დესტაბილიზაციისკენ აქეზებს!

1nobliS-AQTUAL-1საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც “სამოქალაქო ჩართულობის წარმომადგენელმა” თინათინ ნიბლოშვილმა 22 ოქტომბერს განაცხადა: პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება აჟიოტაის ნიშნებს შეიცავდა. როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, შესაძლოა მოსამართლის გადაწყვეტილებამ სამოქალაქო მშვიდობას შეუქმნას საფრთხე. ქვეყანაში არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რაიმე დაემუქროს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება იყო უპასუხისმგებლო და არაადეკვატური იმ ფონზე, როდესაც საქართველოს კონსტიტუციურ უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მოვუწოდებთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს ნებისმიერი საინფორმაციო საშუალებით, თავი შეიკავონ მოქალაქეებზე ამგვარი ზემოქმედებისაგან და ვითარების დაძაბვისაგან.

გარდა ამისა, დღეს პრეზიდენტი მარგველაშვილი ამ თემაზე არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს მართავს: საინტერესოა, რა ნიშნით არჩევს და იწვევს ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტი კონკრეტულ ორგანიზაციებს. და რატომ იკავებს ყოველთვის თავს ჩვენი მოწვევისაგან?”.