სამართალი
„შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს“ - შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
gancxad-SAMART-2საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს. კერძოდ: ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო მეთვალყურეობის კამერები დამონტაჟდება, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის ოცდაოთხსაათიანი მონიტორინგი მოხდება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე 
საპატრულო ეკიპაჟები დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ, რათა უზრუნველვყოთ მოქალაქეების და, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება
და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაციები.