პოლიტიკა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ბათუმის პორტის მისადგომთან მდგარ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდ „პორტერს“ პოლიტიკური და მედიაპლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლების სიმბოლო უწოდა!

Ian-POLIT-1-ANALITსაქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. "არ გვინდა ვნახოთ მედიასივრცის შეზღუდვა",- ეს განცხადება ამერიკის ელჩმა იან კელიმ ბათუმის პორტის პირსიდან იმ სასამართლო პროცესის კომენტირებისას გააკეთა, რომელზეც ქიბარ ხალვაში თავისი საკუთრების - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც მას სააკაშვილმა წაართვა.

იან კელიმ განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება მშვიდობა და მოიწონა პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, რომლებმაც ქართველი ხალხის მკვეთრი აღშფოთება გამოიწვია.

"რუსთავი 2-თან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გავაკეთე. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მედიაპლურალიზმის პრინციპს, ყველა ხმის წვდომას ეთერთან. არ გვინდა ვნახოთ მედიასივრცის შეზღუდვა. გვინდა ვნახოთ, რომ თქვენმა

ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. ის აღიარებულია, როგორც მოდელი მედიათავისუფლების და დემოკრატიული პლურალიზმის კუთხით. აქ არის სიმბოლოც ამერიკული ხომალდი ის აჩვენებს, რომ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან იყოს წარმატებული და ამის

ნაწილია ჭეშმარიტი პოლიტიკური პლურალიზმი. მე კომენტარს ვერ გავაკეთებ რადგან არ ვარ ქართველი პოლიტიკოსი. მე მოვისმინე განცხადებები ნამდვილად მოვისმინე კარგი განცხადებები პრეზიდენტისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან მოწოდებები დიალოგისკენ და სიმშვიდისკენ. ვფიქრობ ჩვენ მეგობრებს საქართველოში დიალოგი სჭირდებათ",- განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა იან კელიმ.