რელიგია
გურგენიანში წმიდა ბარბარეს ტაძარი იხსნება

barbares-eklesiaხვალ ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმიდა ბარბარეს ტაძარი იხსნება. კურთხევასა და საზეიმო წირვას ნეკრესისა და ჰერეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სერგი შეასრულებს. წმიდა ბარბარე ბავშვთა განსაკუთრებული მფარველია, სწორედ ამიტომ მისი სახელობის ტაძრის მშენებლობას 1999 წლის 3 მარტს - დედის დღეს ჩაეყარა საფუძველი. საძირკველი მეუფე სერგიმ დალოცა და ტაძრის კურთხევასაც მეუფე შეასრულებს. მშენებლობა სოფელ გურგენიანის მკვიდრმა, ქველმოქმედებმა გიორგი გრიგალაშვილმა და თემურ გელაშვილმა დააფინანსეს. ტაძრის მშენებლობის პროცესში სოფლის მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა.