სამართალი
ნიკა გვარამია: „პრეზიდენტი ერთადერთი სახელმწიფოზე მზრუნველი პირია ხელისუფლებაში“. კარლ ბილდტი: „ესაა აღმაშფოთებელი განცხადებები პრემიერ-მინისტრის მხრიდან“

1-bilt-samart-2-analitსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ამ განცხადებას რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს.
გვარამია პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის განცხადების შინაარს სრულად იზიარებს (ვიდეო იხ. აქ).

"დიდი მადლობა რომ ქვეყნის მომავლისთვის იბრძვით. მინდა მივესალმო სახლემწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიულ განაცხადს, რომელიც ეხლა საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. ეს იყო ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწის განაცხადი და ვიზიარებ მის პაოსს. ის ერთადერთი სახელმწიფოზე მზრუნველი პირია ხელისუფლებაში", - აცხადებს ნიკა გვარამია.

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა, რომ "როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა ცდილობს დახუროს წამყვანი ტელეკომპანია. მას არ მოსწონს არც ოპოზიცია და არც თავისუფალი მედია".

ბილდტი ასევე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას რუსთავი 2-ის საქმესთან და წამების კადრებთან დაკავშირებით.

„ეს არის საკმაოდ აღმაშფოთებელი განცხადებები პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც სცილდება დემოკრატიული ნორმების ფარგლებს“, - აღნიშნა კარლ ბილდტმა.