საზოგადოება
ლალი მოროშკინა: „შენ გინდა რომ 320.000 მსჯავრადადებულმა და შენგან გამწარებულმა თითქმის მთელმა საქართველომ პირდაპირი მნიშვნელობით გადაუაროს 15.000 შენ მხარდამჭერს?! ისევ სისხლი გინდა, მიშიკო?!“

1-lale-sazog-2-analitსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს ლიდერი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა წერს, ყველაზე მეტად ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია მიხეილ სააკაშვილს აწყობს.

„მიშა შენ გაწირე შენივე გუნდი! შენ ავრცელებ ამ ბინძურ კადრებს, რომელსაც სპეციალურად ითხოვდი საუკეთესო ხარისხით ყოფილიყო გადაღებული, მერე იკეტებოდი კაბინეტში და "ტკბებოდი"! იცი კარგად, რომ დღე-დღეზე გაგაძევებენ უკრაინიდან და ახალი გზის ძიებაში გადაწყვიტე საქართველოში სისხლის კალო დააყენო, რომ ამ "კარტინკამ" შესაძლებლობა მოგცეს შენი "არდაბრუნება სამშობლოში" აპოზიციონირო, როგორც -"იქ სამოქალაქო დაპირისპირებაა"! შენ გაწირე ის რამოდენიმე ახალგაზრდა რომელსაც სჯერა შენი! შენ გაწირე გიგი უგულავა, რომელსაც ეს ჯოჯოხეთური სპექტაკლი მოუწყვე! შენ გაწირე ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელიც პირადად შენზე მუშაობდა, აბა ვითომ უფლებადამცველები კი ვიცით, რომ შენი სისხლიანი გეგმის ნაწილია! შენ გინდა რომ 320.000 მსჯავრადადებულმა და შენგან გამწარებულმა თითქმის მთელმა საქართველომ პირდაპირი მნიშვნელობით გადაუაროს 15.000 შენ მხარდამჭერს! ისევ სისხლი გინდა მიშიკო???? ისევ ამძაღდა შენი სული???? რატომ არ გასვენებს გამჩენი???? რატომ სწირავ ამ ხალხს შენ, კერპთაყვანისმცემელო! სისხლიანი სურათი საქართველოდან "გაგიპრავებს" ამერიკელებთან გაქცევას! - აი რა არის შენი გეგმა! ხომ არ დაგავიწყდა, რომ პიარის ერთი სკოლა დავამთავრეთ???? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ყველა შენი ნაბიჯი წინასწარ ვიცი!!!!! არ გამოგივა საქართველოს ძაძებში გახვევა!!!!“,- წერს ლალი მოროშკინა.