საზოგადოება
„რის შესახებ დუმს სააკაშვილი?“ – kievnews.in.ua-მ ცრუ ჩვენებების მისაღებად წამების ამსახველი ახალი ვიდეო გამოაქვეყნა (+18)

1-newvideo-sazog-1-analitსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინულმა პორტალმა kievnews.in.ua-მ ცრუ ჩვენებების მისაღებად წამების ამსახველი ახალი ვიდეო გაავრცელა, რომელსაც შემდეგი კომენტარი დაურთო: „როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი განთქმულიაბრწყინვალედგატარებული რეფორმებით, რომელმაც თითქმის ასი პროცენტით გახსნა დანაშაულებები და არ არის მნიშვნელოვანი, სინამდვილეში იყო თუ არა ჩადენილი დანაშაული, რომელიც თითქოსდა გახსნეს, თუ სადისტის ბოდვაა. მთავარია გულწრფელი აღიარება, რომელსაცსიხარულით იძლეოდანებისმიერი ეჭვმიტანილი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ წამების ვიდეოში ჩანს გადატანილი სექსუალური ძალადობის და მძიმე წამების შემდეგ ეჭვმიტანილი აღიარებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს.

რა საჭიროა საქმის გამოძიება, რა საჭიროა ყველა ეს პროცესუალური გაჭიანურებები? შერლოკ ჰოლმსს რომ სცოდნოდა, სინამდვილეში როგორ უნდა გამოავლინო დამნაშავე. ეტყობა, წარმატებით გახსნილ დანაშაულთა ასეთი მაღალი პროცენტი განპირობებულია სამარტალდამცავი ორგანოების სწორედ ასეთი განსაკუთრებული ეფექტიანი რეფორმებით, რომლებიც აპრობირებული იქნა საქართველოში და, როგორც ჩანს, ახლა წარმატებით ინერგება უკრაინაში სააკაშვილის რეფორმატორთა ჯგუფის მიერ. ირონია იქით იყოს! გთავაზობთ წამების ამსახველ ახალ ვიდეოს, სუსტი ნერვების მქონეები ნუ უყურებთ! 18+“.