პოლიტიკა
“ნაციონალურმა მოძრაობამ მადლობა უნდა გადაიხადოს, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ, ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა მათ ვერ დააფასეს!”- ირაკლი ღარიბაშვილი

1-gancx-polit-1-analitსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენთვის მთავარი პრინციპი არ იცვლება - ეს არის მედიის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში აბსოლუტურად გამორიცხულია და ყველას მოვუწოდებ, დამოუკიდებელ, თავისუფალ სასამართლოს მიეცეს საშუალება, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მხარეებს ექნებათ უფლება და საშუალება, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდ და სტაბილურ გარემოს ყველგან და არც ერთ მხარეს არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის საშუალებას.
ჩემთვის გასაკვირია, რომ აქცენტები კეთდება არა იმაზე, რაც ხდება ვიდეოებში, არამედ იმაზე, როგორ გავრცელდა ისინი და რატომ არ გაანადგურა შსს-. ასეთი მასალის განადგურება არავის შეუძლია, ეს მასალა დევს საქმეში, ინახება პროკურატურაში და ასლები გადაეცა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს. ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩვენ შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ ამ ვიდეოების გავრცელება არ შეიძლებოდა, რომ არ გამოწვეულიყო საყოველთაო აგრესიანაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მისამართით, ჩვენ ისევ ეს ადამიანები დავიცავით.

ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობისას, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ჩვენ შევქმენით კომისია, რომელშიც შევიყვანეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ომბუდსმენი და საჯაროდ გავანადგურეთ ათასობით უკანონოდ მოპოვებული ვიდეო თუ აუდიოჩანაწერი. ეს ეპოქა წარსულს ჩავაბარეთ და ჩვენი ხელისუფლების პირობებში, აღარასოდეს დაბრუნდება.

კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს პროტესტის გამოხატვა. ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ სივრცეს და ყველა ადამიანს აქვს კანონის ფარგლებში გამოხატვის თავისუფლება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.