აქტუალური
„ბუქარესტიდან 8 წლის შემდეგ საქართველო უნდა გადავიდეს თვისობრივად სხვა კლასში! საქართველოს MAP-ი არ სჭირდება!” - თინა ხიდაშელი

1-buxarest-aqtual-3საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) არ არის საწესდებო მოთხოვნა, ეს არის მექანიზმი, რომელიც თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის მოიფიქრეს. დღევანდელ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში კი MAP-ის განსაკუთრებული საჭიროება არ არის.

„ჩვენ არ ველოდებით იმაზე მკაფიო ჩანაწერს, ვიდრე გვქონდა ბუქარესტში ან უელსში. ბუქარესტში მივიღეთ დაპირება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ იმავე ბუქარესტში ჩაიდო ბარიერი, ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი მას შემდეგ, რაც შეასრულებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. რომ, მაპის პირობების დაკმაყოფილების შემდეგ დადგება წევრობის საკითხი. ბუქარესტიდან 8 წლის შემდეგ საქართველო უნდა გადავიდეს თვისობრივად სხვა კლასში. ეს სხვა კლასი შეიძლება იყოს ორი ტიპის და ეს ორი ერთმანეთის ალტერნატივაა - ან საქართველო მიიღებს MAP-ს, ან გვეტყვიან, რომ ბოლო პერიოდის ნატო-საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდინარე მაპი აღარ გვჭირდება და MAP-ის გარეშე დავდგებით წევრობის გზაზე“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“.