უცხოეთი
ლონდონის მერმა რაგბის თამაშის დროს ბავშვი წააქცია
1-london-zar-3საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ბრიტანეთის დედაქალაქის მერმა ბორის ჯონსონმა იაპონიაში რაგბის თამაშისას 10 წლის ბიჭუნა წააქცია. ტოკიოში ჯონსონი სავაჭრო ვიზიტით ჩავიდა, რის შემდეგაც იგი ბავშვებმა რაგბის სათამაშო მინი-მოედანზე მიიწვიეს. თუმცა მერი თამაშით ისე გაერთო, რომ 10 წლის ტოკი სეკიგუჩი წააქცია. შეჯახების შემდეგ ჯონსონმა ბავშვს ბოდიში მოუხადა და ხელი ჩამოართვა. მოგვიანებით მოწინააღმდეგეები ერთად პოზირებდნენ ფოტოკამერების წინ და პოლიტიკოსმა მოზარდს რაგბის ბურთიც აჩუქა.