საზოგადოება
„ბრმა უნდა იყოს ადამიანი, ვერ ხედავდეს, რომ კვლავ მთელი სისტემის დაპირისპირებაა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ“! - მოკლული პატარკაციშვილის ტელეკომპანიის ტელეწამყვანი გიორგი თარგამაძე

1-targam-sazog-3-analitსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ერთადერთი, რამაც შეიძლება შეზღუდოს ხელისუფლება დღეს, 2007 წლის მსგავსად, დღესაც არის დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ამ შემთხვევაში რუსთავი2, - ასეთი განცხადება გააკეთა მოკლული მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზია „იმედი“-ს ყოფილმა ტელეწამყვანმა გიორგი თარგამაძემ (ვიდეო. იხ. აქ).

ერთადერთი, რაც დღეს არსებობს, არის კრიტიკულად მაუწყებელი ტელევიზია. რატომ რუსთავი2 და არა რომელიმე სხვა ტელევიზია? ყველა დანარჩენ ტელევიზიას აქვს გაცილებით მეტი წინაპირობა, იყვნენ ლოიალურები ამ ხელისუფლების მიმართ. ასეთი წინაპირობა რუსთავი2- არ გააჩნიათ", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

7 ნოემბერს რაც მოხდა, ცრემლების გარეშე ამაზე ვერ საუბრობს ტელეიმედის ვერც ერთი თანამშრომელი. მაშინ ჩვენ გვქონდა შეგრძნება, რომ ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად დაუცველები, უსუსურები, რადგან ჩვენ გვიპირისპირდებოდა მთელი სახელმწიფო სისტემა... ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ კვლავ მთელი სისტემის დაპირისპირებაა ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ!(ვიდეო. იხ. აქ), - აცხადებს გიორგი თარგამაძე.