საზოგადოება
ირაკლი ალასანია: “ქართული ოცნება იგივე გზას აგრძელებს, რა გზაზეც იდგა ნაციონალური მოძრაობა!“ - ირაკლი ალასანია აშშ-დან მხარს უჭერს „რუსთავი 2“-ს

1-alas-sazog-2-analitსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია აშშ-დან გადაცემა „არჩევანში“ ჩაერთო და ხელისუფლების მიერ რუსთავი2-ის წინააღმდეგ მოქმედება დაგმო (ვიდეო იხ აქ).

როდემდე უნდა გაგრძელდეს ის ვითარება, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ხელისუფლება მოდის კარგი დაპირებებით და შუა გზაში იწყებს ძველი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას. დღეს მედია ივანიშვილის ხელში ისევეა ზუსტად, როგორც იყო სააკაშვილის დროს. საზოგადოება დაიღალა ამით“, - აცხადებს ირაკლი ალასანია.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ამბობს, რომ დასავლეთისთვის და აშშ-თვის მედიასივრცეზე იერიშის მიტანას აღიქვამს, როგორც იმის ნიშანს, რომ დემოკრატია ვერ განვითარდება.