საზოგადოება
საქინფორმის ინფორმაციით, ნათელაშვილმა სადილზე შესვენებისას გათავისუფლებულ კონგრესმენებთან შეხვედრაში 100 000$-მდე გადაიხადა, რომელიც სააკაშვილს გადაურიცხა - „დაუნი ვი დიქტეიტე“ აშშ-დან მხარს უჭერს „რუსთავი 2“-ს!

1-Saliko-sazog-1-analitსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართული პოლიტიკის ლეიბოზავრი შალვა ნათელაშვილი, მეტსახელად „დაუნი ვი დიქტეიტე“, ან უბრალოდ „ნათელა“ ვაშინგტონიდან, თეთრი სახლის ფონზე, აცხადებს მიშკა სააკაშვილის ნაცანალური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თვის თავისი მხარდაჭერის შესახებ და მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს ბრძოლა თავისუფალი მედიასაშუალების წინააღმდეგ (ვიდეო იხ. აქ).

თუ რუსთავი 2 დაიხურება, ხალხი მასობრივად გამოვა ქუჩაში და, ალბათ, არჩევნები ჩატარდება სხვა დროს, სხვა რეჟიმში და სხვა ფორმატში... სასურველია, რომ ხელისუფლებამ ტელევიზიებთან ბრძოლებზე, ოპონენტების ჩაქოლვაზე უარი თქვას და ამით გადაირჩენს საკუთრ ტყავს.

რამდენიმე თვეში ივანიშვილს, კალაძეს, მამაცაშვილს, ყველას აუცილებლად დაუძახებენ პროკურატურაში. ეს ისეთი აქლემია, ყველას კარზე დაიჩოქებს, სააკაშვილის, ივანიშვილის და ყველას კარზე. ეს ხალხი აუცილებლად ჩაჯდება ციხეშ", - აცხადებს შალიკო.

ეს ტელევიზია ძალიან დაჩაგრულია. ყველაზე რეიტინგული არხია საქართველოში და საქართველოს ხელისუფლება დახურვას უპირებს", - ასე დაიწყო შეხვედრა „შრომის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმ ამერიკელ კონგრესმენებთან, რომლებსაც მისი ვიზიტის გამშუქებელი რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი გააცნო.

"რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს მასმედიის წაინააღმედ, ეს შეიძლება თვითმკვლელობას შევადაროთ. პოლიტიკურ მოღვაწეს ბევრი რამ შეიძლება აპატიონ, გარდა 2 პრეცედენტისა. პირველი, მან ხელისუფლებაში ყოფნის ვადა არ უნდა გაიგრძელოს და მეორე, მედიას არ უნდა შეეხოს. თუ ერთი ან მეორე აქვს ჩადენილი აქვს, ის ისტორიულ სანაგვეზეა მოსროლილი", - ამბობს შალვა ნათელაშვილი, რომელმაც, საქინფორმის ინფორმაციით, იმ დღეს სადილზე შესვენებისას გათავისუფლებულ კონგრესმენებთან შეხვედრაში 100 000$-მდე გადაიხადა, რომელიც მიშკა სააკაშვილის ლობისტურ კომპანიას გადაურიცხა.

ამ დროს კი „შრომის ლეიბორისტული პარტიის“ ორი წევრიდან მეორე - შალიკოს მკრთალი ჩრდილი - გუგავა „რუსთავი 2“-ის სტუდიაში მკერდით იცავდა ნაცანალურ ტელევიზიასა და მის გენდირექტორს, რომელიც გუშინ, მთელი საქართველოს წინაშე, პირდაპირ ტელეეთერში თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში გამოტყდა...