სამართალი
გოგა ხაინდრავა: „NDI-ს უკან დგას ის გვარები, რომლის გამეორებაც არ მინდა და მაგის ცოლ-შვილს უნდა გავუგზავნო ეს კადრები“

1-goga-samart-3-analitსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. რეჟისორი გოგა ხაინდრავა წამების ამსახველი ვიდეობის გავრცელებაში ყოფილ ხელისუფლებს დანაშაულებს.

დღეს რამდენიმე ათასი ადამიანი დგას სასამართლოს ეზოში და სიტყვის თავისუფლებას იცავსრუსთავი 2″-ის სახით, იმ დაწესებულების სახით, რომელიც იყო პროპაგანდისტი ამ ფაშისტური ძალადობის, ეს დაწესებულება ყველანაირ პირობებს ქმინდა იმისთვის, რასაც კოხტა, მეგისი, ბაჩო და დათა ჩადიოდნენ. იმ დღეს როდესაც ეს კადრები გადიოდა სასამართლოში მიდიოდა თეთრაძის საქმე და მის წამებაში პირდაპირ მონაწილეობას ღებულობდა ახალაია. ნაცისტებით გატენილ სასამართლო დარბაზში შეურაცხყოფას აყენებდნენ თეთრაძის ცოლს, მოწმეებს და პრაქტიკულად მთელი სასამართლო შემყურე იყო იმ ბოროტების გაგრძელების რასაც დათა ახალაია წარმოადგენს”, – განაცხადა ხაიდრავამ.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება უნდა გაემიჯნოს საკააშვილების, გვარამიების და ახალაიების მხარდამჭერებს.

გვარამია, რომელიც დღეს თავისუფალი სიტყვის უსტაბაშად მოგვევლინა, რომელსაც თავგამოდებით იცავს ქართული ინტელიგენციის ნაწილი, ეს არის ადამიანი, რომელიც იმ დროს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენს ძმას, ჩვენს სისხლსა და ხორცს უშვებოდნენ იმას, რასაც უშვებოდნენ. ჩემთვის ბევრად უფრო სასტიკი არის ელექტროშოკი და ბოთლი. ამას ჩადიოდნენ ის ადამიანები, ვისი ახლობლებიც და თანამოაზრეებიც დღეს პარლამენტში სხედან. ესენი არიან გაბაშვილი, ბოკერია და მთელი ნაცხროვა”, – განაცხადა ხაინრავამ.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას მსხვერპლად ჰყავდა ამორჩეული გალელი კაცი, რომელიც უპატრონო იყო.

ეს უქნა სახელმწიფომ, სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, უგულავამ, ბოკერიამ, ბარამიძემ, ყველამ იმ ადამიანმა ვინცრუსთავი 2″- ის დასაცავად დგას და ყველას მათ NDI-სთან ერთად უნდა საქართველო ჩააყენონ იგივე მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვიხილეთ უბედური ჩვენი ძმა”, – აღნიშნა, კერძოდ, ხაიდრავამ.

გოგა ხაიდრავა NDI-ის საქმიანობა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ეს არის დაწესებულება, რომელიც ცდილობს საქართველო ჭაობში ჩაახრჩოს.

“მაგ ორგანიზაციის უკან დგას კარლ ბილდტი და მსგავი პოლიტიკური “კორუფციის მამები”, უკან დგას ის გვარები, რომლის გამეორებაც არ მინდა და მაგის ცოლ-შვილს უნდა გავუგზავნო ეს კადრები. ევროპის საპარლამენტო ასამბლეის გამოჩენილი ადამიანი, რომელიც თავგამოდებით იცავდა ე.წ. პოლიპატიმრებს ქართულ ციხეში. ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას და უგულავას და პეტიციებს ღებულობენ... “ნაციონალების” უკან დგას სერიოზული ბნელი ძალები, დიდი ფულით, დიდი გავლენით. მათ არ სჭირდებათ ჩვენი წარსული აწმყო და მომავალი”, – აღნიშნა, კერძოდ, გოგა ხაინდრავამ.