სამართალი
ლალი მოროშკინა: „მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაგვესაჯა, მოსახლეობა სწორედ ამას ელოდებოდა! ტუღუში, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრი იყო მაშინ, დღეს თავისუფლად დანავარდობს!“ (ვიდეო)

1-lali-samart-2-analitსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა ზუგდიდის სამალავში აღმოჩენილი ფარული ვიდეო ჩანაწერების შესახებ საუბრობს.

როცა ეს კადრები პირადად ვნახე, მქონდა განცდა - რატომ მხოლოდ ჩვენ? დანარჩენ საზოგადოებასაც აქვს ამ ყველაფრის ნახვის უფლება... უნდა დაგვესაჯა ამ დანაშაულის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა, კერძოდ, ლალი მოროშკინამ გადაცემაში „2030."

მე, დიმა ლორთქიფანიძესა და სოსო მანჯავიძეს, როცა მონიტორინგის წევრები ვიყავით, არაერთი განცხადება გაგვიკეთებია არასრულწლოვანთა წამების ფაქტებზე. მათ მაშინ სცემდნენ და აწამებდნენ, როცა ეკლესიის სამრეკლოში ზარები ირეკებოდა. ეს ხომ საჯარო ინფორმაციაა? მაგრამ მოკვლევაც არავის გაუკეთებია", - აცხადებს ლალი მოროშკინა.

ჟურნალისტი ასევე განმარტავს, რომ მან უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკის არხს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მის მიერ ექსკლუზიურად გადაღებული კადრები გადასცა და არა 17 ოქტომბერს ერთ-ერთი უკრაინული პორტალის მიერ გავრცელებული მასალა (ვიდეო იხ. აქ).

დაახლოებით სამი თვის წინ კოლომოისკის არხერთს პლუს ერთიდანჩემთან იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც ამზადებდნენ 2-ნაწილიან ფილმს, მე მათ მივეცი ინტერვიუ და გადავეცი პირადად ჩემ მიერ სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში გადაღებული მასალა, რომელიც ასახავდა იმას, თუ რა სავალალო ვითარებაში იმყოფებოდნენ პატიმრები და რა არაადამიანურ პირობებში უწევდათ სასჯელის მოხდა.

მათ მიერ მომზადებული ორნაწილიანი ფილმი დაახლოებით სამი თვის წინ გავიდა მათ არხზე. კადრები, რომელიც მე კოლომოისკის არხს გადავეცი, მანადე გასაჯაროებული მქონდა და არავისთვის არ იყო დამალული. ეს კადრები წამების კადრების ტოლფასია, ჩემი სურვილი იყო, რამდენიმე საკანი დაგვეტოვებინა, როგორც შოურუმი – თუ რა საშინელ პირობებში უწევდათ ყოფნა პატიმრებს“, ჩემ მიერ გადაღებული კადრები სავსებით საკმარისი იყო პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დაწყებისათვის. გიორგი ტუღუში, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრი იყო მაშინ, თვალს ხუჭავდა იმ საშინელებებზე, რაც მაშინ ციხეებში ხდებოდა, ის დღეს თავისუფლად დანავარდობს“, – განაცხადა, კერძოდ, ლალი მოროშკინამ.