სამართალი
სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული არმიის გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი გურამ კომლაძე იპოვეს

1-norio-samart-1საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევა  19 ოქტომბერს მოხდა.

19 ოქტომბერს, სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს. კაპრალი გურამ კომლაძე, პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 12- ბატალიონში ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნელად მსახურობდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ გურამ კომლაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.