აქტუალური
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია: „სამართლებრივ დავაში წაგების შიშით, „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი პოლიტიკურ სპექტაკლებს დგამს!"

1-advokat-aqtual-3საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის თაობაზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ სასამართლო სხდომის დასრულებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრაქტიკულად ყველა არგუმენტი, რაც ჩვენმა ოპონენტებმა აცილების საფუძვლად წარმოადგინეს, რამდენჯერმე აქვს სასამართლოს განხილული. ამდენად, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე და მსგავსი არგუმეტებით აპელირება, აჩენს ობიექტურ მოსაზრებას, რომ მხარე ასეთ ტაქტიკას პროცესის გაჭიანურებისა და სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური ელფერის მისაცემად იყენებს.

სასამართლო დარბაზში და განსაკუთრებით სასამართლოს შენობის გარეთ მიმდინარე პროცესი, ვგულისხმობ მხარდამჭერთა მობილიზების, სასამართლოსთან მისვლის და თავისუფალი სიტყვის დაცვის მოწოდების უპრეცედენტო კამპანიას, სცილდება ზღვარს და რჩება შთაბეჭდილება, რომ სამართლებრივ დავაში წაგების შიშით, „რუსთავი 2“ –ის დღევანდელი მენეჯმენტი პოლიტიკურ სპექტაკლებს დგამს.

იმ პროცესების გათვალისწინებით, რის პროვოცირებასაც ახდენს მოპასუხე მხარე, სწორედაც მიმაჩნია, რომ სასამართლო და კონკრეტული მოსამართლე არ უნდა მოექცეს მართული პროცესების, უკანონო ქმედებების,ზეწოლის  ქვეშ და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ობიექტურ გარემოებებზე და შინაგან რწმენაზე დაყრდნობით“, - განაცხადა, კერძოდ, პაატა სალიამ.