აქტუალური
საქართველოში ვიზიტად მყოფი უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ მუჟენკო წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრა, სადაც დონბასში დაშავებული კიევის არმიის სამხედრო მოსამსახურეები მკურნალობას გადიან

1-didgor-aqtual-1-analitსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. გენერალური შტაბის უფროსმა ის უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაშავდნენ და რომლებიც რეაბილიტაციას საქართველოშ გადიან.

ვიქტორ მუჟენკომ დონბასში დაშავებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის საქართველოს მთავრობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

ამჟამად წეროვანში რეაბილიტაციის კურსს დაჭრილი უკრაინელი სამხედროების მეორე ნაკადი გადის. 15 უკრაინელი ჯარისკაცი საქართველოში რეაბილიტაციის პროგრამაში საქართველო-უკრაინას შორის 2015 წლის 28 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე არი სჩართული.

გენერალ-პოლკოვნიკ ვიქტორ მუჟენკოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გენერალურ შტაბში უმასპინძლა.

უკრაინის დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ„კრწანისსაც“ ეწვია და სამეთაურო-საშტაბო სწავლების - „დიდგორი 2015-ის“ მიმდინარეობას გაეცნო.