პოლიტიკა
ევროპის სახალხო პარტია რუსთავი2-ის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, კონცენტრირებული იყოს ქვეყნის მომავალზე

1-eep-polit-3საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. რეზოლუციის პროექტი ევროპის ყველაზე მსხვილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ რამდენიმე დღეში უნდა განიხილოს.
მედიისათვის დარიგებულ პრეს-რელიზში გამოტანილია რეზოლუციის პროექტი საქართველოს შესახებ. მისი სახელწოდებაა - დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში". პროექტის ინიციატივას ლიტვური მხარე წარმოადგენს.

ევროპის სახალხო პარტია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ ცნობების გამო, რომ მიმდინარეობს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კამპანია საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელეარხის - რუსთავი 2-ის მფლობელისა და სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად. ასევე ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების გამოც, იმის ჩათვლით, რომ საარჩევნო წელს პოლიტიკური ტოქშოუები დაიხურა. ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერთა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების გაგრძელებისა და რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა წინასასამართლო დაკავების გამო. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეცვალოს ეს ტენდენციები და კონცენტრირება მოახდინოს ქვეყნის მომავალზე", - ნათქვამია განცხადებაში.
რეზოლუციაში 5 პუნქტია, მათგან ორი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს ეხება.
რეზოლუციის პროექტში ცალკე პუნქტად საუბარია დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავას ხელახალ დაკავებაზე.