პოლიტიკა
„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით, 7 წლის მანძილზე შეჩერებული „აქსის თაუერსის“ პროექტი განახლდა

1-fond-polit-1საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. პროექტის განხორციელებაში, რომლის ჯამური ღირებულება 83 მილიონი დოლარია, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია „აქსისი“ თანაბარი წილებით მონაწილეობენ.

„აქსის თაუერსის“ პრეზენტაციას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი თანაინვესტირების ფონდი აქტიურად განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას. დღეს კიდევ ერთი დიდი, მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციის მომსწრენი გავხდით. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია "აქსისი" თანაბარი წილებით მონაწილეობენ "აქსის თაუერსის" პროექტის განხორციელებაში, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 83 მილიონ დოლარს. კომპანია "აქსისის" და ფონდის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად განახლდა ეს არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც დასრულდება 2017 წელს“, – აღნიშნა, კერძოდ, პრემიერმა.

ეს კომპლექსი ხელს შეუწყობს დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოტანას საქართველოს ეკონომიკაში, ამ პროექტში დასაქმდება 1000 კაცი“,–აღნიშნა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მრავალფუნქციური კომპლექსი ორი 41 სართულიანი ცათამბჯენისგან შედგება, რომელიც თბილისის ყველაზე მაღალი შენობა იქნება, 147 მეტრი სიმაღლით. მისი საერთო ფართი 94,000 მ² შეადგენს.