უცხოეთი
თურქეთმა ყირიმში პროდუქტების პირდაპირი მიწოდება დაიწყო

1turcia-zar-3საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ხილი და ჩირი თურქეთიდან, რომელიც არ შეერთებია დასავლეთის რიგი ქვეყნების სანქციებს ყირიმის წინააღმდეგ, საზღვაო გზით ნახევარკუნძულის პორტებში შედის. ამის შესახებ „როსსელხოზნადზორი“-ს რეგიონული სამმართველოს პრესსამსახური იტყობინება.

უწყების ცნობით, 1-დან 19 ოქტომბრამდე სევასტოპოლისა და ევპატორიის პორტებში 385 ტონაზე მეტი თურქული ხილი და 200 ტონაზე მეტი ჩირი შევიდა.

20 სექტემბრიდან უკრაინიდან ყირიმში საქონლის მიწოდების ბლოკადის პირობებში თურქეთი ერთადერთი უცხოური სახელმწიფო აღმოჩნდა, რომლის საქონელიც პირდაპირ ყირიმში მიეწოდება, რუსეთის სხვა რეგინებში ტრანზიტის გარეშე.