შსს-მ 194 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღო

საქართველო, 21 ოქტომბერი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
ვახტანგ ე. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 194 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით 0,9771 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.