საზოგადოება
ქიბარ ხალვაში: „სააკაშვილი გეგმავს „რუსთავი 2“-ის დახურვას და ამ ფონზე პოლიტიკური დივიდენდების მიღებას „ნაციონალური მოძრაობისთვის. მიშა სააკაშვილს „რუსთავი-2“-ს არ დავახურინებ!“

1kibar-SAZOG-2-ANALITსაქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ავრცელებს მორიგ განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: კერძო საკუთრების სამართლიანად, სასამართლოს გზით დაბრუნების საქმეში ჩემი ბრძოლის დასაწყისშივე, დავაში ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული მანქანა ჩაერთო, რომელიც გამუდმებით აკეთებს აქცენტს ტელეკომპანიარუსთავი 2“-ის დახურვის შესახებ. „რუსთავი 2“–ის რეალური მეპატრონე, ყოფილი პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი გეგმავსრუსთავი 2“-ის დახურვას ამ ფონზე პოლიტიკური დივიდენდების მიღებასნაციონალური მოძრაობისთვის“. ვაცხადებ ღიად და საჯაროდმიშა სააკაშვილსრუსთავი 2“– არ დავახურინებ!

აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ გასულ კვირას საჯარო განცხადებით ღია ეთერში დებატებში გამოვიწვიერუსთავი 2“–ის ნომინალური მფლობელები, ყარამანაშვილები. როგორც მოსალოდნელი იყო, არავინ გამოგვხმაურებია. ეს ფაქტიც ცხადყოფს, რომ ყარამანაშვილები არიან ნომინალურად დანიშნული მეწილეებად დარუსთავი 2“–ის რეალური პატრონი დღეს არის ოდესის გუბერნატორი მიშა სააკაშვილი. სასაუბროდ ვიწვევრუსთავი 2“–ის რეალურ პატრონს, მიშა სააკაშვილს.

მიშა სააკაშვილი ვალდებულია ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რაც საზოგადოებასრუსთავი 2“–ის წართმევაჩამორთმევის პერმანენტულ პროცესთან დაკავშირებით მის მიმართ გააჩნია. კეთილი ინებოს და ჩემთან, მის მიერ ყოვლად უსამართლოდ დატერორებულ ადამიანთან, დაჯდეს პირდაპირ ეთერში.

სამართლებრივი გზით ჩემი გამარჯვების და „რუსთავი 2“–ის დაბრუნების შემდეგ კი ეს ტელეკომპანია მართლაც გახდება თავისუფალი პარტიული ზეგავლენისგან და დაუბრუნდება სიტყვის თავისუფლების მსახურებას”, - აცხადებს, კერძოდ, ქიბარ ხალვაში.