აქტუალური
თინათინ ხიდაშელი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ეწვია და სამეთაურო-საშტაბო სწავლების - „დიდგორი 2015-ის“ მიმდინარეობას გაეცნო

1didgori-AQTUAL-1საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. თინათინ ხიდაშელი პირად შემადგენლობას გაესაუბრა  და სასწავლო კლასებიც დაათვალიერა.
სწავლებაში ძალიან მოტივირებული, კვალიფიციური შემადგენლობა მონაწილეობს. პროფესიონალურად უდგებიან საქმეს. ხორციელდება შეცდომების და ხარვეზების დეტალური ანალიზი. „დიდგორი 2015“ ტექნიკურად გამართული სწავლებაა“, - განაცხადა, კერძოდ, თავდაცვის მინისტრმა.
სწავლების მთავარი მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადება.

წვრთნების დროს თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, მოდელირებულ გეოპოლიტიკურ გარემოში ხორციელდება. საბრძოლო მოქმედებების გათამაშების მოდელირებას სიმულაციური სისტემა „JCATS“ უზრუნველყოფს. ასევე სრულდება საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების სცენარები. სწავლების მიმდინარეობას აშშ-ის არმიის მაღალი რანგის ოფიცრები აკვირდებიან.