„ნაფტოგაზმა“ გაზპრომს კიდევ 136 მლნ დოლარი გადაურიცხა
საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. „უკრაინის ნაფტოგაზმა“ „გაზპრომს“ კიდევ 136 მლნ დოლარი გადაურიცხა ოქტომბერში გაზის მიწოდებაზე, - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის წარმოების მინისტრმა ვლადიმერ დემჩიშინმა.
„მან (ნაფტოგაზმა) უკვე გადარიცხა კიდევ 136 მლნ დოლარი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს კიევში.
სექტემბრის ბოლოს რფ-სა და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრების ალექსანდრე ნოვაკისა და ვლადიმერ დემჩიშინისა და ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილე მაროშ შეფჩოვიჩის მოლაპარაკებების შედეგად პარაფირებული იქნა სამმხრივი პროტოკოლი უკრაინაში რუსული გაზის მიწოდების თაობაზე. ნაფტოგაზის ხელმძღვანელი ანდრეი კობოლევის თქმით, რუსეთის მიერ მიწოდებული გაზის საფასური მეოთხე კვარტალში 227,36 დოლარს შეადგენს 1000 კუბ/მ-ზე.