საზოგადოება
კახა კალაძე: „სისხლიანი რეჟიმის, "ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს!“

1kaxaka-saz-3-mtavarსაქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოკადრების მედიასაშუალებებით გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა.

"როგორც გავიგე ეს გამოქვეყნებული იყო ერთ-ერთ უკრაინულ ვებ-გვერდზე. მე თვითონ კადრები არ მინახავს და დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ჩვენ მშვიდობიანად, არჩევნების გზით გავისტუმრეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, როგორ აუპატიურებდნენ ხალხს. ფაქტობრივად ახალგაზრდებს უსპობდნენ მომავალს. ჩვენ ყველამ ეს წარსულს ჩავაბარეთ. გარდა იმისა, რომ კონკრეტული პიროვნებების სისხლის სამართლის დანაშაულებები იკვეთება და უნდა დაისაჯონ, მე ვფიქრობ, რომ სისხლიანი რეჟიმის, "ნაციონალური მოძრაობის", სააკაშვილის გუნდის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

1kaxaka-saz-3-qvemot