აქტუალური
დავით სერგეენკო: „გაკვირვებული ვარ, რომ აქცენტი მარტო იმაზეა, კადრები უნდა გაშვებულიყო თუ არა და აღარავინ არ ახსენებს იმას, რომ ეს მართლაც მოხდა“

1sergeenko-aqtual-3საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოს რამდენიმე ქალაქში ზუგდიდის სამალავებიდან ამოღებული ვიდეოკადრების საჯარო ჩვენებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებზეც ასახულია სექსუალური ძალადობა - სააკაშვილის რეჟიმის დროს, ჩაუდენელ დანაშაულზე აღიარებითი ჩვენებების მისაღებად, დაკავებულთა ანალური წამება (გასულ შაბათს უკრაინულმა ვიდეოპორტალმა გაავრცელა).

"პირველ რიგში, ძნელია, რომ ნორმალურ ადამიანს რაღაც მკაფიო რეაქცია ჰქონდეს ამ არაადამიანობაზე. თუმცა მე მართლა გაკვირვებული ვარ, რომ საზოგადოებისა და მედიის აქცენტი არის მხოლოდ იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ამის ჩვენება... რა თქმა უნდა, არა! და აღარავინ აღარ ახსენებს იმას, რომ ეს რეალურად მოხდა და რეალურმა ადამიანებმა ჩაიდინეს ეს არაადამიანობა. მიკვირს, რომ აქცენტი მარტო იმაზეა, აქ უნდა გაშვებულიყო თუ არა და აღარავინ არ ახსენებს იმას, რომ ეს მართლაც მოხდა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, რეჟიმი შეიცვალა არა კადრების ნახვის გამო, არამედ მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი მრავალი ფაქტორის გამო გააკეთა.

"რეჟიმი არ შეცვლილა კასრების ისტორიის გამო, არამედ შეიცვალა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა თავისი არჩევანი, მრავალი სხვა ფაქტორის გამო", - განაცხადა დავით სერგეენკომ, რომელიც ამაში მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი.