აქტუალური
ზუგდიდში, გამსახურდიას ძეგლთან, ე. წ. ზუგდიდის სამალავებიდან ამოღებული, სპეციალურ საწამებ საკნებში, სააკაშვილის ძალოვნების მიერ, ცრუჩვენებების მისაღებად, მოწყობილი ანალური წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საჯარო ჩვენება მოეწყო

1zugdid-aqtual-2-mtavarსაქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ვიდეოკადრები, რომლებიც გასულ შაბათს უკრაინულმა ვიდეოპორტალმა გაავრცელა, პროექტორების მეშვეობით უზარმაზარ ეკრანზე, ქალაქის ცენტრში, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიას ძეგლთან (ქართველი პოლიტიკოსი ალექსანდრე ჭაჭიას სახსრებითა და ინიციატივით აღმართული) აჩვენეს.

საზარელი დოკუმენტური ვიდეოკადრების ნახვა ნებისმიერ გამვლელს შეეძლო. ჩვენებას ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია დაესწრო, ორგანიზატორი კი "საზოგადოებრივი დარბაზის" წევრი სოსო ლაგვილავა იყო.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდებოდა, საიდან მოვდივართ და რა გვინდა ავაშენოთ. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი გოგოხიამ.

საჯარო ჩვენების შემდეგ ზუგდიდში ღელვა დაიწყო - ზუგდიდელებმა გამარეს მიტინგი „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ფაშისტური ორგანიზაციის ლიკვიდირების მოთხოვნით. ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატისა და ექსრეგიონული პროკურორი როლანდ ახალაიას - ბაჩანა და დათა ახალაიების (თავდაცვის ყოფილი მინისტრი და კუდ-ის უფროსი, ამათგან პირველი სასჯელს იხდის, მეორეზე კი ძებნაა გამოცხადებული, თუმცა ევროპის სასამართლომ იგი ქართულ მართლმსაჯულებას არ გადასცა, რადგან ეს პოლიტიკურად დევნად მიიჩნია) მამის სახლთან გაიმართა. აქციის ორგანიზატორმა თაზო ფაცაციამ განაცხადა, რომ სწორედ ზუგდიდიდან დაიწყება საქართველოს გათავისუფლება „ნაციონალური მოძრაობისგან“.

სტიქიურ სახალხო აქციებზე მობილიზებული იყო პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟები.

1zugdid-aqt-2-1 1zugdid-aqt-2-2