სამართალი
შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 12 პირი დააკავა

1daakaves-samart-2საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მეორე სამმართველოს (ახალციხე) N8 სასაზღვრო სექტორის (კატნატუ) დასაცავ მონაკვეთზე, თურქეთის რესპუბლიკის 2 და სომალის რესპუბლიკის 10 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.