პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: „ანტიდასავლურად განწყობილი ონლაინ მედიასაშუალებებია: reportiori.ge, marshalpress.ge, geworld.ge და saqinform.ge, Tb24.ge, ttaoba.ge“

1prorus-POLIT-3-ANALITსაქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეის მონაცემებით, ქართული პოლიტიკის აქტიური სუბიექტები არ ფლობენ და არ აფინანსებენ არც ერთ მსხვილ მედიასაშუალებას“ ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში - "ვის ეკუთვნის ქართული მედია".

"ბოლო ერთი წლის მანძილზე მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. არც ერთ მსხვილ მედიასაშუალებას პირდაპირ არ ფლობს რომელიმე პოლიტიკური ძალა", - აღნიშნულია ანგარიშში.

მასში ასევე საუბარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებით წამოწყებულ სასამართლო დავაზე, რომელსაც ანგარიშის ავტორების აზრით, სავარაუდოდ პოლიტიკური კონტექსტი აქვს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე საკაბელო და ინტერნეტმაუწყებლის მფლობელობა ანტიდასავლურ და რელიგიურ ორგანიზაციებს უკავშირდება. ონლაინ-მედიასაშუალებებს შორის კი გვხვდება პოლიტიკური გემოვნების მიხედვით გაერთიანებული ჯგუფები. ზოგიერთი ასეთი ვებგვერდი მუდმივი თანამშრომლებისა და შემოსავლის გარეშე ფუნქციონირებს, რაც ანგარიშის ავტორების აზრით, ეჭვქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის თანახმად ანტიდასავლურად განწყობილ ონლაინ მედიასაშუალებებს განეკუთვნებიან: reportiori.ge, marshalpress.ge, geworld.ge (გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“), saqinform.ge (ГРУЗИНФОРМ), Tb24.ge, ttaoba.ge.

ონლაი მედიასაშუალებები ოპოზიციური პოლიტიკური დღის წესრიგით არიან "თავისუფალი ზონა", freshnews.ge, editori.ge და iveria.biz.

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ ონლაინ მედიასაშუალებად irakligaribashvili.ge დასახელდა.