სამართალი
ნუკრი ქანთარია: „ნაციონალებისთვის" გამოსავალი რჩება სნაიპერი, ტერორისტული აქტი და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია“

kantar-samart-3-analitსაქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბრობს. ქანთარიამ ივანიშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა, იყოს მაქსიმალურად ფრთხილად, ხოლო სამართლდამცავებს მოუწოდა, გამოიჩინონ სიფხიზლე.

დეპუტატის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" მთელი ამ ხნის განმავლობაში ვითარების ესკალაციას ცდილობდა და ახლა მისი მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია. "როგორმე ბიძინა ივანიშვილი უნდა აქციონ ზღაპრის მდიდარ, ბოროტ კაცად და უმადურობის ტალღამ მოიცვას საქართველო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმდენი, რაც ამ კაცს აქვს გაკეთებული, იმდენი რაც აქვს აშენებული, მთლიანად არა ხართ "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ ესეც ჩაგივარდათ. ლოგიკურად მივდივართ, რომ ერთადერთი გამოსავალი თქვენი ბოსებისთვის უკრაინაში თუ სხვაგან რჩება სნაიპერი, ტერორისტული აქტი და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია, რომლის გამოცდილებასაც თქვენი ბნელი წარსული გვკარნახობს. ეს არის ლოგიკური", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ და აქვე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კონსტიტუციური გზით არათუ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, არამედ პარლამენტში ოპოზიციურ ფლანგსაც ვერ შეინარჩუნებს.