პუბლიკაციები
რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მიხეილ ხუბუტიას “რუსეთის ქართველთა კავშირი” დაიხურა!

mikha-saz-3-mtavarსაქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. აი რას წერს ახლა უკვე „რუსეთის ქართველთა კავშირის“ ექსპრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია თავის Facebook-გვერდზე (უცვლელად): „ორჯერ წავედი რუსეთის ქართველთა კავშირიდან! დამაბრუნეს! დამიყოლიეს! ჩემამდე ქართულ დიასპორას კალამი და ფურცელიც არ ჰქონდა, რათა ჩვენი თანამემამულეების ტკივილი დაეფიქსირებინა! თუმცა, დიდი აკადემიკოსი სევერიან ცაგარეიშვილი ძალ-ღონეს არ იშურებდა! (რუსეთის ქართველთა კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი).

დღეს ჩემი მეუღლე, შვილები და ახლო მეგობრები რუსეთის ქართველთა კავშირის ლიკვიდაციის თაობაზე რფ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ზეიმობენ! მე კი მაინც გული მწყდება! (მთელი სული ჩავდე მაინც! ერთი სიტყვით, აშკარად იკვეთება ქართული კვალი!) და გამყიდველი ჩინოვნიკი იუსტიციის სამინისტროდან! ოქსანა გენადიევნა! აი რის გარშემო უნდა იქნეს მოძიებული მე-5 კოლონა!

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ პროკურატურაში გაგზავნილი წერილის ანონიმი ავტორის პატრონი (ბლუაშვილი) ფიქრობს, რომ ჩემ მერე პრეზიდენტის გვერდში იტუსავებს და ფულსაც იშოვის“.

იქვე მიხეილ ხუბუტიამ ატვირთა რფ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების ახალი ვიდეო - ფრაგმენტი. რაც შეეხება ხუბუტიას ზემომოყვანილ კომენტარს, ის საშუალებას იძლევა, აზრობრივად დავასრულოთ ის, რისი თქმაც სურდა, მაგრამ ბოლომდე არ თქვა „რუსეთის ქართველთა კავშირის“ განაწყენებულმა ექსპრეზიდენტმა.

მაგალითად, ხუბუტიას ფრაზა - „ერთი სიტყვით, აშკარად იკვეთება ქართული კვალი!“ - საბაბს იძლევა ვიფიქროთ, რომ ვიღაც ძალიან გავლენიანმა - ძალიან მდიდარმა საქართველოდან, ზეწოლა მოახდინა რფ-ის უზენაეს სასამართლოზე და ხელი შეუწყო „რუსეთის ქართველთა კავშირის“ დახურვას. ამას მოწმობს შემდეგი ფრაზაც - „და გამყიდველი ჩინოვნიკი იუსტიციის სამინისტროდან! ოქსანა გენადიევნა!“.

შემდგომ - კიდევ უფრო საინტერესოა - „აი რის გარშემო უნდა იქნეს მოძიებული მე-5 კოლონა!“. გამოდის, რომ „მეხუთე კოლონას“ უწინ მიხეილ ხუბუტიას გარშემო „ეძებდნენ“, ამიტომაც დახურეს „რუსეთის ქართველთა კავშირი“, და არა ვინმე ბლუაშვილის მიერ პროკურატურაში გაგზავნილი ერთი განცხადების გამო?!

და მხოლოდ ბოლო ფრაზა ხუბუტიას კომენტარში ოდნავ ხსნის იდუმალების საბურველს მომხდარს და, როგორც ხშირად ხდება, მოტივი განხიბვლამდე ბანალური აღმოჩნდება - ფული: „...პროკურატურაში გაგზავნილი წერილის ანონიმი ავტორის პატრონი (ბლუაშვილი) ფიქრობს, რომ ჩემ მერე პრეზიდენტის გვერდში იტუსავებს და ფულსაც იშოვის“. ესე იგი, ბლუაშვილი პაიკია, მას ჰყავს პატრონი (სავარაუდოდ, ქართველი საქართველოდან), რომელსაც ხუბუტია კარგად იცნობს და ვისი წყალობითაც „სამეფო კარს ჩამოაშორეს“?! გამოდის, რომ ეს რფ-ის უზენაეს სასამართლოზეც გავლენიანი პიროვნება ახლა პუტინის გვერდში „იტუსავებს“, როგორც უწინ ხუბუტია „ტუსაობდა“?! და შესაბამისად, „ფულსაც“ მის ნაცვლად „იშოვის“?!

mikha-saz-3-1 mikha-saz-3-2