აქტუალური
საქინფორმი კატეგორიულად არ ეთანხმება იუსტიციის მინისტრს და მალე დადებს ფაქტებს - რა კონფიდენციალური დავალებით ჩამოვიდა საქართველოში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა!

bensua-aqtual-3-analitსაქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, ჰააგის პროკურორთან შეხვედრისას ქართულმა მხარემ განსაკუთრებულად აღნიშნა ის გარემოება, რომ რუსეთის როლი აგვისტოს ომის საქმეში ჯეროვნად უნდა იქნეს გამოძიებული.

"მე მათ ვაცნობე, რომ მათ შუამდგომლობაში რუსეთის როლი არ არის სათანადოდ წარმოდგენილი. რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ოკუპაცია არ დასრულებულა, ის ჯერაც მიმდინარეა. ჩვენ ჰააგის სასამართლოს დონეზე გვექნება იურიდიული დავა, სამართლებრივი დავა, რათა ვამტკიცოთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ  უნდა განიხილოს საკითხი − შეიძლება თუ არა  იყოს სამხედრო დანაშაული განგრძობადი, რისი პრეცედენტიც მათ დღემდე არ ჰქონიათ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პროკურორის შუამდგომლობა ეყრდნობა მხოლოდ სამართლებრივ ფაქტებს, იმ ინფორმაციას, რომელიც მის ხელთ იყო, „თუმცა, ჰააგის სასამართლო, პროკურორის ოფისის ჩათვლით, მზად იქნება, რომ ქართული მხარის მიერ მიწოდებული ყველა ინფორმაცია, თუ როგორ მართავდა რუსეთი ყველა ოსურ სამხედრო შენაერთს, განიხილოს. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ეს არ იყო ქართულ-ოსური დაპირისპირება: სინამდვილეში ეს იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის“.

როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ეს მიმართულება ისედაც არის პროკურორის მიმართვაში, „სადაც ის ამბობს, რომ ოსურ ჯარში, საჯარო სამსახურში, ყველგან რუსები იყვნენ“.