პოლიტიკა
NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 13% -"ნაცმოძრაობას", 11% კი „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს

nacdv-polit-3-analitსაქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი  - 13%. სხვა პარტიებზე პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა: „თავისუფალი დემოკრატები“ - 4%; „პატრიოტთა ალიანსი“ -4%; ლეიბორისტული პარტია - 3%. ასევე 3% მოდის კატეგორიაზე – "სხვა". კატეგორია "არ ვიცი" აირჩია 35%-მა, "არც ერთი პარტია" – 14%, "უარი პასუხზე" – 13%.

კვლევისას იგივე კითხვა დაისვა იმ რესპონდეტებს შორისაც, ვისაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილი აქვს. შედეგები კი ასეთია: ნაციონალური მოძრაობა“ - 15%; ქართული ოცნება - 14%; თავისუფალი დემოკრატები - 5%.

NDI-ის კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 4 448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „რუმს ოტელ თბილისში“ გაიმართა (ყოფილი გამომცემლობა „სამშობლო“, საიდანაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2007 წელს ქუჩაში გაყარა გაზეთებისა და ჟურნალების ასობით რედაქცია).