სამართალი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კვირის განმავლობაში უკვე მეორე ტრენინგი გაიმართა - საქინფორმი

gruzinf-SAMART-3საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ტრენინგის სპიკერი პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პროექტების მენეჯერი ნატალია მიქელაძე იყო. სწავლების მიზანს სამინისტროს თანამშრომელთათვის პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

სპიკერის პრეზენტაციის შემდეგ სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ყურადღება ისეთ საკითხებზე გამახვილდა, როგორიცაა: ვიდეოთვალთვალი, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება, საჯარო დაწესებულების ვალდებულება პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სფეროში და ამ კუთხით, პრაქტიკაში დანერგილი სიახლეები.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ქვეყნის მთავარი თავდაცვის უწყებისთვის უჩვეულო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაურისადმი საქინფორმის მთავარი რედაქტორის 2015 წლის 12 ოქტომბრის ღია წერილის ანალიზის საგნად და ლეიტმოტივად იქცა. გუშინ კი, 15 ოქტომბერს, საქინფორმმა გამოაქვეყნა ინფორმაცია მიმდინარე კვირაში პირველი ტრენინგის შესახებ: „თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში მორიგი სემინარი ჰიბრიდული ომი და მისგან მომდინარე საფრთხე“ მიმდინარეობს - თავდაცვის სამინისტროს უცნაური საქმიანობა, რომლის შესახებაც ორშაბათს საქინფორმი აფრთხილებდა“.

საქინფორმი