სამართალი
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ბულგარეთის ვიცე-პრემიერსა და შს მინისტრ რუმიანა ბაჩვაროვას შეხვდა

baCv-SAMART-2საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. შეთანხმება მიზნად ისახავს საგანგებო სიტუაციების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

გიორგი მღებრიშვილი სტუმარს სამინისტროს საქმიანობისა და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს, რაც ერთობლივი სამუშაო ჯგუფების, გამოცდილების გაზიარების და შესაძლებლობების გაზრდის გზით განხორციელდება.