სამართალი
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ფეხბურთელთა გუნდი მინი-ფეხბურთში ტურნირის გამარჯვებული გახდა

kamanda-SAMART-1საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. გამარჯვებულ გუნდს როინ სუდაძის სახელობის ტურნირის ორგანიზატორებმა დაწესებული თასი, სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცეს. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიღებული ფულადი ჯილდო სოლიდარობის ფონდის ანგარიშზე გადარიცხეს.

საფეხბურთო ტურნირი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა ორგანიზაციების გუნდები მონაწილეობდნენ. სპორტული ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა და რეგიონში ფეხბურთის პოპულარიზაციას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.