პოლიტიკა
ჩინეთი საქართველოს განიხილავს, როგორც სანდო პარტნიორს და მთავარ დასაყრდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის კონცეფციის ფარგლებში

Cineti-POLIT-3საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობისა და საქართველოს ისტორიული როლის  ახალ, თანამედროვე კონტექსტში წარმოჩენის შესაძლებლობებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური ოლქის გუბერნატორის, ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელი შოქრატ ზაკირის შეხვედრაზე.

მხარეებმა ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. აღინიშნა, რომ სწორედ ახალ ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურულ კავშირებს ეძღვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსებული „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელსაც 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე  წარმომადგენელი დაესწრება.

ჩინურმა მხარის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს განიხილავს, როგორც სანდო პარტნიორს და მთავარ დასაყრდენს  სამხრეთკავკასიის რეგიონში ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის კონცეფციის ფარგლებში.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ დღეს ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია.