პოლიტიკა
თბილისში საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi გაიხსნა – გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა

sastumro-POLIT-2საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურმა კომპანია ჰუალინგ ჯგუფს“ პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა.
დასრულდა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩინურმა კომპანიამ - „ჰუალინგ ჯგუფმაჩვენს ქვეყანაში განახორციელა. კომპანია "ჰუალინგი" ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს საქართველოში. როგორც უკვე აღვნიშნე, 500 მილიონი დოლარის ინვესტიციებს დებს ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა აღვნიშნო მათი ყველაზე მასშტაბური დეველოპერული პროექტი - თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენებულმა ოლიმპიურმა სოფელმა უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაიმართა.

მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ "ჰუალინგმა" დათქმულ ვადებში, წარმატებით განახორციელა ეს პროექტი. "ჰუალინგ ჯგუფს" ეკუთვნის აგრეთვე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სავაჭრო კომპლექსი - თბილისის ზღვის პლაზა“,– განაცხადა პრემიერმა.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Hualing Tbilisi“ საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის - „Hotels & Preference“–ის პირველი წარმომადგენლობაა საქართველოში.

სასტუმროს მშენებლობა დაიწყო 2013 წელს, პროექტის საერთო მოცულობაა 73 მილიონი აშშ დოლარი და ამ ეტაპზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი.