პოლიტიკა
“საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე მილიონ 650 ათასი ბოთლი ღვინო და 3 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი გავა“ - პრემიერი ღარიბაშვილი
export-POLIT-1საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოსა და ჩინეთს შორის სულ უფრო მზარდი ურთიერთობების შედეგი – ასე შეაფასა ახლად გაფორმებული ხელშეკრულებები საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენს საერთო მომავალში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა „საქართველო– ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენაზე“, რომელიც, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ჰუალინგის საგამოფენო ცენტრში იმართება.
ჩინეთის გარდა, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მართავს ფორუმს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით – „ერთი გზა ერთი სარტყელი“, ახალი აბრეშუმის გზა, რომელიც უზარმაზარ პოტენციალს უხსნის სახელმწიფოებს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. საქართველო–ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენაში სინძიანის, პეკინის, ხეპეის, ხენანის, ხუნანის , შანსის და ჩინეთის სხვა პროვინციების 175 კომპანია და 300 –მდე ბიზნესმენი მონაწილეობს.
გამოფენაში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორები: მაღალი ტექნოლოგიები, სამშენებლო ტექნიკა, ენერგეტიკა, ტექსტილი, ავეჯი, ავეჯის აქსესუარები, საოჯახო ტექნიკა, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და სხვა.