საზოგადოება
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირისგან 8 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს
daxmareba-SAZOG-3საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. 2015 წლის ევროკავშირის პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ENPARD-ის დამოუკიდებელ  ანგარიშში  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ, რაც გულისხმობს 888 ფერმერული კოოპერატივის ჩამოაყალიბასა და 54 რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის შექმნას. სოფლის მეურნეობის პროდუქტი წინა წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, 10%-ით გაიზარდა. სწორედ ამ პოზიტიური შეფასების საფუძველზე  მთავრობა ევროკავშირისგან მიიღებს  ფინანსურ მხარდაჭერას, რაც 8 მილიონი ევროს ოდენობით განისაზღვრება. აღნიშნული  მხარდაჭერა განხორციელდება ENPARD-ის ფარგლებში.