საზოგადოება
„ახალი აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს“ - ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი

alnahaiani-SAZOG-2საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი, მისი აღმატებულება ნაჰაიან მუბარაქ ალნაჰაიანი საქართველოს აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ეწვია. საპატიო სტუმარს საქართველოს მთავრობის მეთურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე და  ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალზე იმსჯელეს. საუბარი გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე გაგრძელდა, საუბარი შეეხო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობას და საქართველოს წინაშე მდგარ ახალ შესაძლებლობებს. ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია მთლიანად გარდაქმნის რეგიონს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წინსვლას. აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს. საქართველოს აქვს კარგი მდებარეობა, რაც ხელს შეუწყობს შეასრულოს ეს როლი“,–აღნიშნა შეიხმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.